გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ღია ვარჯიში ბათუმში

23 ივნისი 2023, 20:41 595 ნახვა

ხვალ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტური იწყება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები ბათუმშია და ჩეხეთთან მატჩისთვის ემზადება. გერმანელები პირველ შეხვედრაში ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ისრაელს დაუპირისპირდნენ და მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდნენ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ამ დროისთვის ჯგუფის ლიდერი ინგლისის ნაკრებია, რომელმაც ჩეხეთს 2:0 მოუგო. ისრაელს და გერმანიას თითო ქულა აქვს და მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ. ჩეხეთი ნული ქულით ბოლო ადგილზეა. დღეს ანტონიო დი სალვოს შეგირდებმა ღია ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც მათ სანახავად მისულ ბათუმის საფეხბურთო სკოლების პატარა ფეხბურთელებს შეხვდნენ. შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს „ბათუმი არენაზე“ გერმანია ჩეხეთს დაუპირისპირდება, 28 ივნისს კი ასევე „ბათუმი არენაზე“ ინგლისელ თანატოლებს ეთამაშება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. ხვალ კი თბილისში დინამო არენაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში