ევროპულ თამაშებზე გოგიტა არქანიამ კარატეში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

24 ივნისი 2023, 10:19 510 ნახვა

39 წლის ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია  ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. კაცთა კუმიტეს 84 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნია-ჰერცეგოვინელი, აზერბაიჯანელი და ესპანელი კარატისტები დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქ მეტოქესთან 1:5 წააგო და ავტომატურად მე-3 ადგილი ერგო.

აღსანიშნავია, რომ გოგიტა არქანიამ ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მეორედ მოიპოვა.

ეს ქართული დელეგაციისთვის პოლონეთში მიმდინარე ტურნირზე მეორე მედალია. მანამდე ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში