ვლადიმერ პუტინის მიმართვა

24 ივნისი 2023, 14:25 630 ნახვა

არ დავუშვებთ, რომ სამოქალაქო ომი კვლავ მოხდეს, დავიცავთ ჩვენს ხალხსა და სამშობლოს, – ამის შესახებ  რუსეთის პრეზიდენტმა, საგანგებო მიმართვისას განაცხადა. პუტინმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვის რეაგირება მკაცრი იქნება.

პრეზიდენტმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, გაანეიტრალონ ისინი, ვინც შეიარაღებული ამბოხის ორგანიზება განახორციელა.

ამასთან, პუტინის თქმით, ყველას, ვინც გაცნობიერებულად დაადგა ღალატის გზას, ამზადებდა შეიარაღებულ ამბოხს, იყენებს შანტაჟს და ტერორისტულ მეთოდებს, გარდაუვალი სასჯელი დაეკისრება.

შეგახსენებთ, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა მისი მებრძოლების ბანაკებზე დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც თავდაცვის სამინისტრო უარყოფს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში