მორიგი აქცია პრეზიდენტის წინააღმდეგ

24 ივნისი 2023, 18:05 583 ნახვა

მორიგი საპროტესტო აქცია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ - სამოქალაქო მოძრაობა "საქართველო უპირველეს ყოვლისა" და საზოგადოების ნაწილი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას იწუნებენ და მოითხოვენ, ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვოს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გვარამიას გათავისუფლების უსამართლო გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან საერთო არაფერი აქვს.

ამბობენ იმასაც, რომ პრეზიდენტი საკუთარ უფლებამოსილებას ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივების შესრულებისთვის, პირადი და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში