უკრაინელთა წარმატება ფრონტის ხაზზე 

24 ივნისი 2023, 20:02 741 ნახვა

რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი. ვლადიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი სისუსტე იმდენად აშკარაა, რომ მას ვერავითარი პროპაგანდით ვეღარ შენიღბავენ.

რაც შეეხება უკრაინაში არსებულ ვითარებას - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში, კრასნოგოროვკას მახლობლად დაიკავეს რამდენიმე პოზიცია, რომელსაც რუსი ოკუპანტები 2014 წლიდან აკონტროლებდნენ. მედიის ინფორმაციით, ეს არის ეგრეთ წოდებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორია, ქალაქ დონეცკის მახლობლად.

უკრაინული მედია წერს, რომ მოიერიშე ქვედანაყოფები მტრისთვის მოულოდნელად დაწინაურდნენ და ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალები უშედეგოდ ცდილობენ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას. მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში ამ მიმართულებით 104 რუსი სამხედრო განადგურდა, 202 კი დაიჭრა, ორი ტყვედ აიყვანეს.

ასევე, განადგურდა 34 ერთეული სამხედრო ტექნიკა. მედიის ცნობით, პარალელურად, რუსი სამხედროები უშედეგოდ ცდილობდნენ შეტევითი მოქმედებების განხორციელებას ავდეევკას და მარინკას მისადგომებთანაც.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში