უმცროსი „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკასთან 23:33 დამარცხდნენ

25 ივნისი 2023, 11:00 545 ნახვა

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში პირველი მატჩი გამართა ტურნირის უმთავრეს ფავორიტ მასპინძელთა გუნდთან და 23:33 დამარცხდა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 13 ქულის სხვაობით მოიგეს - 20:7.

უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს და 65-ე წუთისთვის მეტოქეს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდნენ - 18:20.დასკვნით 15 წუთში სამხრეთ აფრიკელებმა თავიანთი თამაში იპოვეს.

ჩვენმა მორაგბეებმა შეცდომებს უმატეს და ამით მასპინძლებმა ისარგებლეს, ერთ გარდასახულ ლელოს ორი საჯარიმოც მიაყოლეს, ქართველებმა კი მხოლოდ ერთით უპასუხეს და მატჩის საბოლოო ანგარიშიც - 23:33 დააფიქსირეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში