კულტურის სამინისტრო უკრაინელების მხარდასაჭერად 

25 ივნისი 2023, 11:01 571 ნახვა

კახეთში უკრაინის ქალაქ ლვოვიდან ჩამოსული რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოზარდებისთვის ბანაკი გაიხსნა. სამუსიკო სკოლის 46 მოსწავლე და მათი თანმხლები პირები ახაშენში პირველი ივლისის ჩათვლით დარჩებიან და სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით თუ გასართობ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

ასევე, მათთვის დაგეგმილია ექსკურსიები თბილისში, ბოდბესა და სიღნაღში.

ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობს უკრაინაში საქართველოს საელჩო.ცნობისთვის  კახეთში, კერძოდ, გურჯაანში ახალგაზრდული ბანაკი 2022 წლის ზაფხულშიც მოეწყო ჩერნიგოვის ოლქიდან ჩამოსული ბავშვებისა და მოზარდებისთვის. 

ვიდეო მასალა და ინფორმაცია საქართველოს კულტურის სამინისტრომ მოგვაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში