აქ რუსეთი არ იქნება – აქცია ევროპის მოედანზე 

25 ივნისი 2023, 20:00 754 ნახვა

„რუსეთი აქ არასდროს იქნება'' - ამ სახელწოდების აქცია გაიმართა ბათუმში ევროპის მოედანზე.

რეფორმების ჯგუფის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ საქართველოში, განსაკუთრებით კი აჭარაში ბევრი რუსეთის მოქალაქე იმყოფება თითქოს ტურისტული მიზნით, სინამდვილეში კი სხვადსხვა სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. ქმნიან მომსახურების სერვისებს და ამით ზრდიან საფრთხეებს.

აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან მოითხოვენ გამკაცრდეს სავიზო რეჟიმი და გაიზარდოს კონტროლი საბაჟო გამშვებ პუნქტებზე.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში