კარატისტების 10 მედალი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან

26 ივნისი 2023, 10:51 1151 ნახვა

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე კონტაქტურ კარატეში მეორე საშეჯიბრო დღეც ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა. ახალგაზრდა კარატისტებმა ხუთ მედალს კიდევ ხუთი შემატეს.

ამჯერად ევროპის ჩემპიონის ტიტული ახალგაზრდებში ზედიზედ მეორედ თბილისელმა მარიამ წიკლაურმა მოიპოვა, ნანო შუბითიძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. რაც შეეხება ბიჭებს აქ ბათუმელმა სპორტსმენებმა გამოიჩინეს თავი, ბათუმელებმა ანრი მსხალაძემ ვერცხლი და ლუკა მგელაძემ ბრინჯაო მოიპოვეს.

ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქობულეთელმა გრიგორი ბერიძემ ორი დღის ჯამში, 2023 წლის ახალგაზრდულ ევროპირველობაზე ლევან ცინცაძის შეგირდებმა 10 მედალი მოიპოვეს და შარშანდელი შედეგიც გააუმჯობესეს.

საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრების ანგარიშზე 2-ოქროს, 4-ვერცხლისა და 4-ბრინჯაოს მედალია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში