საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა

26 ივნისი 2023, 10:12 520 ნახვა

კვირის საპარლამენტო არჩევნებში საბერძნეთის კონსერვატიულმა პარტიამ - "ახალი დემოკრატები" გაიმარჯვა.  პარტიის ლიდერი  რეფორმისტი კირიაკოს მიცოტაკისი პრემიერ- მინისტრის  თანამდებობას კიდევ ოთხწლიანი ვადით გააგრძელებს.

საარჩევნო ბიულეტინების უმრავლესობის დათვლის შედეგად, მემარჯვენე-ცენტრისტული ახალი დემოკრატები ხმების 40,5%-ით ლიდერობენ. ისინი 300-ადგილიან პარლამენტში 158 ადგილით იქნებიან წარმოდგენილი. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის რადიკალურ მემარცხენე პარტია სირიზა, რომელმაც 2015 წელს მოიგო არჩევნები, ხმების 20 პროცენტით ჩამორჩება  ახალ დემოკრატებს.

55 წლის ყოფილი ბანკირი მიცოტაკისი პირობას დებს, რომ გაზრდის შემოსავალს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტურისტული ინდუსტრიიდან, შექმნის სამუშაო ადგილებს და გაზრდის ხელფასებს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელამდე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში