ჩილეში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

26 ივნისი 2023, 10:30 552 ნახვა

ორი ადამიანი დაიღუპა ჩილეს ცენტრალურ ნაწილში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, რომელიც ძლიერმა წვიმებმა  და შედეგად მდინარეების ადიდებამ გამოიწვია. 3 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება,  400-ზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა. 

ძლიერი წყალდიდობის შედეგად  დაზიანებული  გზების  გამო ხელისუფლება დაზარალებულთა  გადასარჩენად  შვეულმფრენებსა და ნავებს იყენებს.   მთავრობამ ვალპარაისიდან  ბიობიოს რეგიონამდე ტერიტორია  სტიქიის ზონად გამოაცხადა. 

ჩილეში ძლიერი წყალდიდობა რამდენიმე თვის წინ  ძლიერი გვალვების  პერიოდს მოჰყვა, რომელმაც თავის მხრივ მასშტაბური ტყის ხანძარი გამოიწვია. სტიქიამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა და ასობით სახლი გაანადგურა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში