ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების სამუშაო კვირეული

26 ივნისი 2023, 11:19 527 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციების პროექტის ფარგლებში სამუშაო კვირეული გაიხსნა. 

საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტისა და თბილისის ფსიქიკური ჯანდაცვის კრიზისული ინტერვენციის სამსახურის წარმომადგენლები სამუშაო გაიდლაინებს შეიმუშავებენ. 

დოკუმენტების მომზადებაში უცხოელი პარტნიორებიც არიან ჩართულები - პოლონეთიდან, იტალიიდან და რუმინეთიდან.  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრი 2023 წელს შეიქმნა, სადაც სტუდენტებს, ფსიქოლოგიურ კონსულტაციასა და დახმარებას  უცხოეთში გადამზადებული ფსიქოლოგები უწევენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში