ლაზარე გრიგორიადისის სამოქალაქო სარჩელი

26 ივნისი 2023, 11:04 583 ნახვა

ლაზარე გრიგორიადისის სამოქალაქო სარჩელი ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. სარჩელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა პრესკონფერენცია  გამართა.  

სარჩელის თანახმად, პრემიერ- მინისტრს და პარტია ქართული ოცნების დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარეს დაეკისრება, მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეულს 15 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ასევე მოითხოვს  საჯაროდ ბოდიშის მოხდას.  

ადამიანის  უფლებათა ცენტრის იურისტის განმარტებით,  ირაკლი ღარიბაშვილის  და ირაკლი კობახიძის  მიერ გაკეთებული კომენტარები მიზნად ისახავდნენ გრიგორიადისის პატივისა და ღირსების შელახვას  და მის მიმართ ნეგატიური განწყობის შექმნას.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში