რუსეთის სამხედრო ძალა იშლება - ბორელი

26 ივნისი 2023, 14:48 567 ნახვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა  განაცხადეს, რომ შაბათ-კვირას რუსეთში სამხედრო ამბოხის მცდელობამ აჩვენა, რომ მოსკოვის ომი უკრაინაში იწვევს შიდა არასტაბილურობას და ძირს უთხრის მის სამხედრო ძალას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ მთავარ პრიორიტეტად კიევის მხარდაჭერა რჩება.

ვაგნერის შეიარაღებულმა ძალებმა ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით  შაბათს რუსეთის სამხრეთში სამხედრო შტაბი დაიკავეს და  მოსკოვისკენ დაიძრნენ.  კრემლთან შეთანხმების შემდეგ ისინი უკან  აღმოსავლეთ უკრაინაში დაბრუნდნენ.

”პოლიტიკური სისტემა აჩვენებს სისუსტეებს და სამხედრო ძალა იშლება,” - განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა  ჯოზეფ ბორელმა , რომელიც  ლუქსემბურგში  ევროკავშირის  27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა  მინისტრებთან შეხვედრაზე ჩავიდა.

ბორელმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იხდის ფასს პრიგოჟინის ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლთა დაჯგუფების სახით „მონსტრის“ შექმნისთვის. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა თქვა, რომ პუტინი საკუთარ ქვეყანას უკრაინაში თავისი "სასტიკი აგრესიული ომით" ანადგურებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში