ნინო სალუქვაძემ ,,პარიზი 2024-ის" ლიცენზია მოიპოვა და ოლიმპიადაზე მეათედ იასპარეზებს

26 ივნისი 2023, 17:47 657 ნახვა

,,პარიზი 2024" ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია ნინო სალუქვაძემ მოიპოვა. სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ათ ოლიმპიადაზე ქალ სპორტსმენს ჯერ არ უასპარეზია. ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალია, რომელმაც ცხრა ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. მესამე ევროპულ თამაშებზე ტყვიის მსროლელმა ქალებმა სპორტული პისტოლეტიდან სროლაში (25მ) დღეს მედლებისთვის ბრძოლა განაახლეს.

ნინო სალუქვაძემ ამ დისციპლინაში მეოთხე ადგილი დაიკავა და კარიერაში მეათედ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში