ტაეკვონდოს ფედერაციას ახალი ეკიპირება გადაეცა

26 ივნისი 2023, 20:41 591 ნახვა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტაეკვანდოს ფედერაციას 150 000 ლარის ღირებულების ეკიპირება გადასცა. სპორტის სამინისტროს დაფინანსებით შეძენილია ჟილეტები, სენსორები, ჩაფხუტები და სამი საშეჯიბრო ტატამი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის შესყიდვა ქართული ტაეკვანდოს ისტორიაში არასდროს განხორციელებულა. ეკიპირების შესყიდვის აუცილებლობის შესახებ ფედერაციამ სპორტის მინისტრს 2022 წლის 7 დეკემბერს სამინისტროში გამართული შეხვედრისას მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ქართველის სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობის შესახებ. საქართველოში ტაეკვანდოს განვითარება და პოპულარიზაცია სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში