საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები ევროპული თამაშების მეოთხედფინალში ითამაშებს

26 ივნისი 2023, 20:45 596 ნახვა

პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ქვეჯგუფის მესამე შეხვედრა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 7:35 დამარცხდა. ამის მიუხედავად, ქართველმა მორაგბეებმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთის ნაკრები 17:14 დაამარცხა, ხოლო ბელგიელებს ანგარიშით 14:7 მოუგეს. ესპანელებმა შეხვედრა სწრაფად დაიწყეს და ტაიმი სამი გარდასახული ლელოთი 21:0 მოიგეს. ქართველმა მორაგბეებმა მხოლოდ ერთი ლელოს დადება მოხერხეს – თავი სერგი ჩხაიძემ გამოიჩინა. საბოლოოდ, ესპანეთის ნაკრები ცხრა ქულით ჯგუფის გამარჯვებული გახდა, საქართველომ კი შვიდი ქულით მეორე ადგილი დაიკავა. შვიდკაცა რაგბის ტურნირზე საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალურ შეხვედრა დღესვე გაიმართავს, ჩვენი ნაკრების მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება. თამაში 22:20 საათზე დაიწყება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში