ბათუმის „დინამო“ სანდრო ალთუნაშვილს დაემშვიდობა

27 ივნისი 2023, 10:38 514 ნახვა

ბათუმის „დინამო“ სანდრო ალთუნაშვილს დაემშვიდობა და ფეხბურთელს მადლობა გადაუხადა. „სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ განაგრძობს. 97 მატჩი „დინამოს“ მაისურით, ოთხი გოლი და ბევრი დაუვიწყარი წუთი. მადლობა, სანდრო, წარმატებები ყველგან და ყოველთვის“, – წერია ბათუმის „დინამოს“ გავრცელებულ ცნობაში.

სანდრო ალთუნაშვილთან „ვოლფსბერგერმა“ ორწლიან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ავსტრიელებს უფლება აქვთ, ხელშეკრულება ავტომატურად ერთი წლით გაახანგრძლივონ.

ალთუნაშვილი ბათუმის „დინამოში“ 2021 წლის იანვარში „საბურთალოდან“ გადავიდა. მას შემდეგ გუნდში 97 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სადებიუტო სეზონში სანდრომ ბათუმის „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მიმდინარე სეზონში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა 23 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი შეასრულა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში