გიორგი მიქაუტაძემ მორიგი ჯილდო მიიღო 

27 ივნისი 2023, 11:20 477 ნახვა

გიორგი მიქაუტაძემ გამორჩეული სეზონისთვის მორიგი ჯილდო მიიღო. საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის აღმოჩენად დაასახელეს. „გიორგი მიქაუტაძემ კიდევ ერთი ჯილდო მიიღო შესანიშნავი სეზონისთვის. 2022-2023 წლების ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე და საუკეთესო ბომბარდირი ფეხბურთის გულშემატკივრებმა წლის აღმოჩენადაც დაასახელეს.

ქართველს „მეცში“ თავის პირველ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრაზე პრეტენზია არც ჰქონდა. ახალი განსხვავება აშკარაა.

თვის საუკეთესო მოთამაშედ რამდენჯერმე აღიარებული მიქაუტაძე ბევრი კლუბის ინტერესს იწვევს. 22 წლის თავდამსხმელმა სეზონში ყველა ტურნირზე 24 გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე პასი შეასრულა. მან ბელგიის ჩელენჯერ პრო ლიგაში ნაჩვენები შედეგი - 22 გოლი და ორი საგოლე პასი გააუმჯობესა“, – წერს „მეცის“ ოფიციალური გვერდი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში