პუტინმა კრემლში ძალოვანი მინისტრები შეკრიბა

27 ივნისი 2023, 11:04 571 ნახვა

კრემლში ვლადიმერ პუტინი რუსეთის მთავარი შიდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს  და სხვა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი, გენერალური პროკურორი, კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ფე-ეს-ბეს დირექტორი, ეროვნული გვარდიის უფროსი, ფედერალური დაცვის სამსახურის და  საგამოძიებო კომიტეტის უფროსები.

პუტინმა  მადლობა გადაუხადა შეკრებილებს ბოლო დღეების  განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის და ქვეყანაში  არსებული ვითარება განიხილა. კრემლში გამართული ეს შეხვედრა იმაზე მეტყველებს, რომ პუტინს ვაგნერის სამხედრო ამბოხის მცდელობის შემდეგ  საკადრო ცვლილებები არ მოუხდენია.

ვაგნერის მეთაური ევგენი პრიგოჟინი ე.წ. სამართლიანობის მარშის მთავარ მოთხოვნად შოიგუს და გერასიმოვის გადაყენებას  ასახელებდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში