რუსეთმა ბალტიის ზღვის თავზე სამხედრო ავიაციის წვრთნები დაიწყო

27 ივნისი 2023, 10:50 510 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბალტიის ზღვაზე ტაქტიკური ავიაგამანადგურებლების მონაწილეობით წვრთნები დაიწყო, რომლის მთავარი მიზანი საბრძოლო და სპეციალური ამოცანების  შესასრულებლად მზადყოფნის შემოწმებაა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ  ვიდეოში ჩანს, რომ სუ-27 მოიერიშე თვითმფრინავები ბალტიის ზღვის თავზე მოძრაობენ, შემდეგ კი გაურკვეველი ადგილისკენ მიფრინავენ.

უწყების განცხადებით, პროფესიული უნარების  ამაღლების გარდა, მოიერიშე თვითმფრინავების ეკიპაჟები სადღეღამისო საბრძოლო მორიგეობას ახორციელებენ და იცავენ რუსეთის კალინინგრადის ექსკლავის საჰაერო სივრცეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში