სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის 42-ე კმ-ზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

27 ივნისი 2023, 18:16 563 ნახვა

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის 42-ე კმ-ზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის გავლით

აღნიშნულ მონაკვეთზე, დღეს დილას, უხვი ნალექის გამო, ადიდდა მდ. წყალწითელა, დააზიანა დროებითი გზა და დროებით შეზღუდა საავტომობილო გზაზე მოძრაობა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში