ევროპულ თამაშებზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მეშვიდე ადგილისთვის იბრძოლებს

27 ივნისი 2023, 20:35 572 ნახვა

პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მეხუთე-მერვე ადგილებისთვის მატჩში ბელგიის ნაკრებს შეხვდა, 5:21 დამარცხდა და ბრძოლას  მეშვიდე ადგილისთვის განაგრძობს. ქართველმა მორაგბეებმა პირველივე ტაიმში ორი ლელო მიიღეს, მეორე ნახევარში ერთი ლელოს გაქვითვა მოახერხეს, მაგრამ საბოლოოდ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. დღესვე საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილისთვის მატჩში იტალიის ნაკრებს შეხვდება. თამაში 21:00 საათზე დაიწყება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში