სასამართლომ მარტის აქციების საქმეზე ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა

28 ივნისი 2023, 11:41 623 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი, 7-8 მარტის აქციების საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და 2 500-2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

პოლიცია მათ წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობაში ედავებოდა.

ადვოკატის განცხადებით, სხდომაზე მოსამართლე მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებას დაეყრდნო, ვიდეოკადრებში კი ჯაფარიძისა და მოსიაშვილის სამართალდარღვევა არ იკვეთებოდა. მისივე განმარტებით, დადგენილების ჩაბარების შემდეგ გადაწყვეტილებას 10-დღიან ვადაში გაასაჩივრებენ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში