„კვარადონა, ქართული სასწაული“ - იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წიგნის პრეზენტაცია შედგა

28 ივნისი 2023, 11:55 677 ნახვა

ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერილი წიგნის, "კვარადონა, ქართული სასწაული" პრეზენტაცია შედგა. წიგნის ავტორი მწერალი ემანუელე ჯულიანელია და ის ქართველი ვარსკვლავის შესახებ მოგვითხრობს.

„ასი-ასზე ნეიპლესი“ (100X100 NAPLES) წერს, რომ ქართველმა "კვარადონას" წოდება იმიტომ არ დაიმსახურა, რომ მისი გვარი რთულად გამოითქმის, არამედ ეს მისი ასპარეზობის წყალობით მოხდა. ზემოთ ნახსენები წყარო აღნიშნავს, რომ "პარტენოპეიში" არაერთ დიდ ფეხბურთელს უთამაშია, თუმცა, ცისფერი მაისურის ტარების გარდა, დიდი დიეგოსთვის არავინ შეუდარებიათ. "თბილისი და ნეაპოლი არასდროს ყოფილა ასე ახლოს.

საქართველოს დედაქალაქიდან მუდმივად მოფრინავენ ჯგუფები, რათა თავიანთი ვარსკვლავის თამაში იხილონ. მათ სურთ, "მარადონაზე" ნახონ თავიანთი გმირი, მშობლიური სახლისგან მოშორებით. ის ძალიან უბრალო და პროფესიონალი ბიჭია. მან შესანიშნავი ისტორია შექმნა.

პირველივე სეზონში სკუდეტო მოიგო, სამჯერ დასახელდა სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებაც მიიღო, მაგრამ კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი", - აღნიშნავს გამოცემა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში