ჰააგაში ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები შეიკრიბნენ 

28 ივნისი 2023, 10:59 563 ნახვა

ჰააგაში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები  შეიკრიბნენ. ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნები  ნატოსგან  ვაგნერის დაქირავებული მებრძოლებისბელარუსში შესაძლო გადასვლის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ბლოკის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას მოითხოვენ.

შეხვედრის მონაწილეებს სამუშაო ვახშამით  ერთობლივად გაუმასპინძლდნენ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ჰოლანდიის პრემიერ მინისტრი მარკ რუტე

ჰააგაში შეხვედრა ნატოს ვილნიუსის სამიტის წინ იმართება, რომელიც ლიეტუვის დედაქალაქში 11-12 ივლისს გაიმართება.  ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რას შეიძლება  ნიშნავდეს „ვაგნერის“ ბელარუსში გადაადგილება ნატო-ს მოკავშირეებისთვის. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში