ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება

29 ივნისი 2023, 11:45 512 ნახვა

ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ღია კარის დღე გამართა. პროგრამა საქართველოს პრემიერის ინიციატივით ხორციელდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება.

პროგრამა ხუთწლიანია, რომლის პირველ ეტაპზეც შერჩეულია 11 მდებარეობა: ბათუმი, ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგი. პროგრამის ფარგლებში, განახლდება ბათუმის ისტორიული ნაწილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში