რას ცვლის აჭარის მაუწყებლისთვის მაუწყებლობის შესახებ კანონი?

29 ივნისი 2023, 15:08 1125 ნახვა

79 მხარდამჭერი და 3 წინააღმდეგი - პარლამენტმა მეორე მოსმენით მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები მიიღო. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რაც ამ კანონით განხორციელდება, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გაუქმება, სანაცვლოდ კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში აჭარის მაუწყებლის კვოტა ერთიდან სამამდე იზრდება.

ყველა ის ანგარიშვალდებულება, რაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტს მრჩეველთა საბჭოს წინაშე ჰქონდა, ცენტრალურ დონეზე ინაცვლებს.

დღევანდელ სხდომაზე ცვლილებები შენიშვნების ფონზე მიიღეს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში