რას ცვლის აჭარის მაუწყებლისთვის მაუწყებლობის შესახებ კანონი?

29 ივნისი 2023, 17:35 601 ნახვა

79 მხარდამჭერი და 3 წინააღმდეგი - პარლამენტმა მეორე მოსმენით მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რაც ამ კანონით განხორციელდება, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გაუქმება, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში კი აჭარის მაუწყებლის კვოტა იზრდება. ყველა ის ანგარიშვალდებულება, რაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტს მრჩეველთა საბჭოს წინაშე ჰქონდა, ცენტრალურ დონეზე ინაცვლებს. ოპოზიციის ნაწილი „მაუწყებლის შესახებ" კანონს, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას ითვალისწინებს, აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა მას უკანონოდ უყარა კენჭი მეორე მოსმენით. აღნიშნულის თაობაზე პარლამენტში ბრიფინგი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თამარ კორძაიამ, არმაზ ახვლედიანმა და ხატია დეკანოიძემ გამართეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში