საქართველომ არგენტინა დაამარცხა.

29 ივნისი 2023, 20:05 598 ნახვა

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფის მეორე შეხვედრა არგენტინის ნაკრებთან ჩაატარა და 20:0 გაიმარჯვა.ლადო კილასონიას გუნდი ჯგუფის ბოლო შეხვედრას 4 ივლისს იტალიასთან ჩაატარებს (13:00). ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი თასისთვის განაგრძობს ბრძოლას, მომდევნო ოთხეული – მეხუთე-მერვე ადგილებს, ხოლო მესამე ოთხეული მეცხრე-მეთორმეტე ადგილებს გაითამაშებს.მე-12 ადგილზე გასული გუნდი გაისად ალაფაზე დაქვეითდება, მის ადგილს კი წლევანდელი ალაფის გამარჯვებული დაიკავებს, რომელიც კენიაში 15-30 ივლისს გაიმართება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში