გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ დაბრუნდა

30 ივნისი 2023, 21:00 680 ნახვა

გიორგი ქოჩორაშვილმა ლევანტესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ქართველმა ნახევარმცველმა 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2 წლის შემდეგ, კლუბსა და ფეხბურთელს თუ სურვილი ექნებათ, კონტრაქტი კიდევ 2 წლით გახანგრძლივდება. ლევანტეს 24 წლის ქართველი კასტელონში ჰყავდა განათხოვრებული. გიორგის გუნდს ლა ლიგა 2-ში ამოსვლამდე ცოტა დააკლდა. კასტელონმა პლეი ოფის ფინალი ალკორკონთან დათმო. ქოჩორაშვილმა 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა. მისი დებიუტი ლა ლიგაში 2019-2020 წლების სეზონში შედგა, ქართველმა სულ ლა ლიგის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ლევანტეს ღირსება 2-ჯერ კოპა დელ რეიზეც დაიცვა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში