ქართველი მოჭიდავეები კონტინენტის პირველობიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

30 ივნისი 2023, 21:05 562 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს, 1 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. ჩემპიონები გახდნენ აჩიკო ბოლქვაძე, გორ აივაზიანი და ანრი ხოზრევანიძე. ნიკა ბროლაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, დათა ჩხაიძე კი ბრინჯაოს დასჯერდა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით 20-წლამდელთა ნაკრები საქართველოში დღეს გამთენიისას დაბრუნდა, აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს იწყება კონტინენტის პირველობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში