კარატეს იაპონელი სენსეი ბათუმში სემინარსა და ტურნირს ატარებს

30 ივნისი 2023, 21:09 777 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო საერთაშორისო სემინარი და ტურნირი შოტოკან კარატე-დოში, რომელსაც კარატეს ლეგენდარული ოსტატი, მსოფლიო შვიდგზის ჩემპიონი, შავი ქამრის მე-9 დანის მფლობელი შიხანი, იაპონელი სენსეი ხიტოში კასუია ატარებს და მასში საქართველოს გარდა 11 ქვეყნის 150-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. დღეს და ხვალ სემინარები და საატესტაციო გამოცდები, 2 ივლისს კი კუმიტესა და დისციპლინა კატაში შეჯიბრებები როგორც ინდივიდუალურში, ასევე გუნდურშიც გაიმართება. ასპარეზობა ყველა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში ჩატარდება. საერთაშორისო სემინარი შოტოკან კარატე დოში ტრადიციულია და ბათუმში 27-ედ ტარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში