ევროპულ თამაშებზე ორი ქართველი კიკბოქსიორი ნახევარფინალში გავიდა 

01 ივლისი 2023, 10:20 475 ნახვა

პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე კიკბოქსინგში მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. საქართველოს ნაკრების წევრმა ლუკა შონიამ იტალიელი მარიო ანდრეა ნანი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ზურაბ ივანიაძემ კი სლოვაკს აჯობა და ისიც განაგრძობს მედლისთვის ბრძოლას.

ნახევარფინალში ქართველების მეტოქეები პოლონელები იქნებიან – დღეს შონია იაკუბ პოკუსას შეხვდება, ივანიაძე კი რობერტ კრასოსნის დაუპირისპირდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ქართველი მოკრივე ლაშა გურული ევროპული თამაშების ფინალშია და ოქროს მედლისთვის მსოფლიოს ჩემპიონს ფრანგ სოფიანე უმიას დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში