ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

01 ივლისი 2023, 14:18 621 ნახვა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა და უკრაინისთვის 55 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერი, პედრო სანჩესის ვიზიტის მთავარი მიზანი რუსეთის ძალებთან ომში უკრაინის მიმართ გაერთიანების მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

პრემიერის განცხადებით, ესპანეთისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მიღებიდან პირველი ქმედებაა, ეს ვიზიტი არის მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება, სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიმართულებით. გავრცელებული ინფორმაციით, სანჩესი კიევში პოლონეთის გავლით ჩავიდა, უკრაინის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ ის პრეზიდენტს შეხვდება.

პრემიერმა აღნიშნა რომ ესპანეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მათთვის უკრაინის ომი და მისი შედეგები პრიორიტეტი იქნება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში