აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი საიდუმლო ვიზიტი უკრაინაში

01 ივლისი 2023, 14:08 612 ნახვა

აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი საიდუმლო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო The Washington Post  ავრცელებს.

უილიამ ბარნსი კიევში ივნისში ჩავიდა, უკრაინის ლიდერებმა მას წლის ბოლომდე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა და მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაწყების გეგმა წარუდგინეს.

დაზვერვის დირექტორი უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.

წყაროს ცნობით, მისი ვიზიტის მიზანი ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერის დადასტურება იყო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში