შეხვედრა საპატრიარქოში

21 თებერვალი 2017, 00:00 2999 ნახვა

,,მამა გიორგი მამალაძე სრულყოფილ ჩვენებას მისცემს უახლოეს დღეებში ანუ დუმილის უფლებას დაარღვევს. ეს შეიძლება მოხდეს ხვალ”, - განაცხადა ცოტა ხნის წინ  დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. ის  ცოტა ხნის წინ ჩაფიძის კლინიკაში მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა.  როგორც ადვოკატმა თქვა, ინფორმაცია, რომელიც დეკანოზს აქვს, ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდებების კანონიერებას. დღესვე  სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირები პატრიარქს შეხვდნენ. ისინი რამდენიმე საათი მსჯელობდნენ სავარაუდოდ სწორედ  დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე.  მეუფეების ნაწილმა შეხვედრა უკვე დატოვა. თუკი საპატრიარქოში ერთიან პოზიციაზე შეჯერდებიან შესაძლოა განცხადება დღესვე გავრცელდეს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში