მამუკელაშვილს სან ანტონიომ ახალი კონტრაქტი გაუფორმა

02 ივლისი 2023, 10:57 644 ნახვა

სანდრო მამუკელაშვილმა სან ანტონიოსთან ახალი, 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულებაც 2 მილიონი დოლარია.

ქართველი ფორვარდი სან ანტონიოში მილუოკი ბაქსიდან გადმოყოლილი ახალბედას კონტრაქტით თამაშობდა, რომელიც “ბაქსმა” მას დრაფტზე აყვანის შემდეგ გაუფორმა. გასული სეზონის დასრულების შემდეგ მამუკელაშვილის კონტრაქტიც ამოიწურა და მისთვის კონტრაქტის შეთავაზების პირველი უფლება სწორედ სან ანტონიოს ჰქონდა.

ოფიციალური ინფორმაციით, მამუკელაშვილს ერთწლიანი, გარანტირებული კონტრაქტი ექნება, რის განმავლობაშიც ის 2 მილიონ დოლარს მიიღებს.

მამუკელაშვილი სან ანტონიოში თებერვლიდან თამაშობს. 
მილუოკიში შეზღუდული სათამაშო დროის  სანდრო სან ანტონიოში გადავიდა. მამუკელაშვილი საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნას და 2.4 პასს აგროვებდა მოედანზე საშუალოდ გატარებულ 23.3 წუთში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში