საპროტესტო ტალღა საფრანგეთში 

02 ივლისი 2023, 10:59 538 ნახვა

საფრანგეთში პოლიციის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები მე-5 დღეა  გრძელდება. ქვეყნის პრეზიდენტმა არეულობის გამო გერმანიაში ვიზიტი გადადო.

ქუჩებში ათიათასობით პოლიციელია მობილიზებული. მათსა და აქტივისტებს შორის გასულ ღამეს მარსელში შეტაკება მოხდა, სადაც ათობით ადამიანი დააკავეს. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

აქციები გაიმართა პარიზში, ლილიში, ლიონში, ნიცასა და სტრასბურგში. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში 719  ადამიანი დააკავეს. პოლიციელი, რომელმაც ბიჭს ესროლა დაკავებულია, მის წინააღმდეგ გამოძიება ნებაყოფლობით მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში