ქართველი კიკბოქსიორი ფინალში იბრძოლებს 

02 ივლისი 2023, 14:15 586 ნახვა

პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე, კიკბოქსინგში საქართველოს ნაკრების წევრმა, ლუკა შონიამ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ნახევარფინალურ შეხვედრაში შონიამ პოლონელი იაკუბ პოკუსა 3:0 დაამარცხა. ფინალური ორთაბრძოლა დღეს გაიმართება.

შონიას მეტოქე უკრაინელი ტიმურ ბრიკოვი იქნება. რაც შეეხება ზურაბ ივანიაძეს, ის ნახევარფინალურ შეხვედრაში დამარცხდა და ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში