სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეთა თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტი

02 ივლისი 2023, 18:05 650 ნახვა

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის მიერ დაარსებული უძრავი ქონების სააგენტოს გამოყენებით, თბილისში ბინის დაგირავების მსურველებს საპროცენტო სარგებლის პირობით სესხებას სთავაზობდა, რის სანაცვლოდაც სასურველი ბინების დაქირავებას და ნასესხები თანხის სარგებლით ბინის ქირის გადახდას ჰპირდებოდა, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, დაზარალებულებს თითქოსდა ნასესხებ თანხას დაუბრუნებდა.

ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ, დიდი ოდენობით 962 574 ლარს დაეუფლა. დანაშაული სასჯელის სახედ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.   

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში