საჭადრაკო ფესტივალი „მერიის თასი 2023“

02 ივლისი 2023, 20:04 595 ნახვა

დღეს ბათუმში დაიწყო ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმის მერიის თასი 2023“, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება. შეჯიბრებაში 21 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.

ასპარეზობა კლასიკურ ჭადრაკში, შვეიცარიული სისტემით, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება.

ათდღიანი ტურნირის დროს გაიმართება ასევე გურამ ჭანტურიას სახელობის შეჯიბრება ვეტერან მოჭადრაკეთა შორის და მეგობრული საფეხბურთო მატჩი მოჭადრაკეთა შორის.

ტურნირი 10 ივლისს დასრულდება, 11 ივლისს კი შეჯიბრება ბლიცში ჩატარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში