საფრანგეთის ქუჩებში დაძაბულობა იკლებს - უცხოური მედია

03 ივლისი 2023, 11:22 764 ნახვა

პარიზის გარეუბანში პოლიციელის მიერ მოკლული 17 წლის ბიჭის ბებია საპროტესტო აქციების მონაწილეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებულ აქციაზე არეულობების დროს გასულ ღამეს 160-მდე ადამიანი დააკავეს. წინასწარი მონაცემებით, დაზიანდა 350 შენობა და 300 მანქანა.

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გასულ კვირას მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა 17 წლის ახალგაზრდა, ნაჰელ მერზუკი საგზაო წესების დარღვევის გამო გააჩერა და ცეცხლასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა. ლოზუნგით - „სამართალი ნაჰელისთვის“ დაწყებული საპროტესტო მსვლელობები არეულობასა და ძალადობაში გადაიზარდა. 

დემონსტრანტების ნაწილმა მაღაზიები და სხვა შენობები, ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაანადგურა. ხელისუფლებამ, სიტუაციის დასასტაბილურებლად, ქვეყნის მასშტაბით 45 000-ზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმი განალაგა. შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის განცხადებით, დაკავებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბევრი არასრულწლოვანი.

საპროტესტო ტალღა არაერთ ქალაქს მოედო, მათ შორის მარსელს, ლიონს, სტრასბურგსა და პარიზს, რის გამოც ხელისუფლებამ საფრანგეთის დედაქალაქის რამდენიმე გარეუბანში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში