პარიზის გარეუბანში დედები ძალადობის შეწყვეტას ითხოვენ

03 ივლისი 2023, 11:05 542 ნახვა

პარიზის ნანტერის გარეუბანში დედების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ძალადობის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ, რომელიც პოლიციის მიერ მოზარდის მოკვლის  შემდეგ დაიწყო. "სამართლიანობა მსხვერპლს" და "შეაჩერეთ ძალადობა" - ამ ლოზუნგებით დედების მსვლელობაში   ბავშვებიც მონაწილეობდნენ.    

ქვეყნის მასშტაბით არეულობა გასულ სამშაბათს პოლიციის მიერ ჩრდილოეთ აფრიკელი წარმოშობის მოზარდის მკვლელობას მოჰყვა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით,  გუშინ  ღამით 45 ათასი პოლიციელი ისევ გამოიყვანეს ქუჩებში  არეულობებისა და დარბევების შესაწყვეტად.  

დემონსტრანტებმა  დაწვეს მანქანები, გაძარცვეს მაღაზიები და დაარბიეს პოლიციის განყოფილებები. ისინი თავს დაესხნენ ქალაქის მერის სახლს, ცეცხლი წაუკიდეს მის ავტომობილს და ეზოში მყოფ მერის ცოლ-შვილს პეტარდები ესროლეს.

მერის ცოლმა ფეხის მოტეხილობა მიიღო და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავად მერი აცხადებს, რომ დემონსტრანტებს მისი სახლის გადაწვა სურდათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში