მაკრონმა გერმანიაში ვიზიტი გადადო

03 ივლისი 2023, 11:10 504 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა გადადო გერმანიაში სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც კვირას უნდა დაწყებულიყო. მიზეზი პარიზის გარეუბნებში არეულობებია, რომელიც პოლიციის მიერ ჩრდილოეთ აფრიკელი წარმოშობის მოზარდის მკვლელობას მოჰყვა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანულ ტელეარხ „არდ“-თან ინტერვიუში თქვა, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალს საფრანგეთში არეულობას და დარწმუნებულია, რომ მაკრონი წარმატებით განმუხტავს სიტუაციას.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში