ცვლილება მაუწყებლის შესახებ კანონში

03 ივლისი 2023, 15:05 704 ნახვა

ამ წუთებში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე მაუწყებლის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა იწყება. ცვლილების მიხედვით უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში კი აჭარის კვოტა სამამდე გაიზრდება, დამატებული ორ წევრი უმაღლესმა საბჭომ უნდა წარადგინოს.

ცვლილების მიხედვით ყველა ის ფუნქცია, რაც აქამდე აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ჰქონდა, მათ შორის დირექტორის არჩევა, ბიუჯეტის განსაზღვრა - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს პრეროგატივა იქნება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში