7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - მიხეილ სააკაშვილის სხდომას დისტანციურად ერთვება

03 ივლისი 2023, 15:27 692 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას დისტანციურად ერთვება ერთ-ერთი ბრალდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

როგორც სხდომაზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, დღევანდელ პროცესამდე შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლოზე ფიზიკურად დასწრების საშუალებას არ აძლევს, ამიტომ დისტანციურად დასწრების სურვილი გამოთქვა.

ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დღესვე ექნებათ გარკვეულ სამართლებრივ საკითხებზე შუამდგომლობა, რასაც დავის მხარე წინასწარ არ აკონკრეტებს.

ცვლილებებია მოსამართლეთა კოლეგიაში, რომლის წევრებიც ნინო ელეიშვილი, მაია ქოქიაშვილი და ლია ორკოდაშვილი იყვნენ, რომელიც საქმეს ჩამოშორდა. ოფიციალურ მიზეზად საპენსიო ასაკი დასახელდა. ორკოდაშვილს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის შეცვლის. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში