ცვლილება მაუწყებლის შესახებ კანონში

03 ივლისი 2023, 18:13 674 ნახვა

პარლამენტში  მაუწყებლის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. ცვლილების მიხედვით უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში კი აჭარის კვოტა სამამდე გაიზრდება,  დამატებული ორ წევრი უმაღლესმა საბჭომ უნდა წარადგინოს. ცვლილების მიხედვით, ყველა ის ფუნქცია, რომლებიც აქამდე აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს  ჰქონდა, მათ შორის დირექტორის არჩევა, ბიუჯეტის განსაზღვრა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს პრეროგატივა იქნება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში