საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

03 ივლისი 2023, 19:43 941 ნახვა

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლექსანდრ შულგანსი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. როგორც საგარეო უწყებაში განაცხადეს, შეხვედრაზე ავიაკომპანია “აირზენა - საქართველოს ავიახაზებისა” და მისი მფლობელის სანქციების სიაში შეყვანის საკითხი განიხილეს. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები პირველ ივლისს დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში