ძალოსანი დიმიტრი აბრალავა ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონია 

04 ივლისი 2023, 10:15 503 ნახვა

მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 15 წლამდელთა შორის, 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში დიმიტრი აბრალავამ ატაცში ჯერ – 95, შემდეგ კი 100 კილოგრამი დაძლია და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 110, 115 და 120 კგ. დააფიქსირა, რითიც ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ახალგაზრდა ძალოსანმა ასევე ოქროს მედალი დაისაკუთრა ორჭიდის ჯამში. მისი შედეგი 220 კილოგრამია.

დიმიტრი აბრალავამ ატაცში საქართველოს რეკორდი გააუმჯობესა, მან წინა მაჩვენებელი ორი კილოგრამით გაზარდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში